პროდუქტთან დაკავშირებული ინციდენტი/საფრთხე უნდა აღიწეროს დეტალურად. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მომხდარი ფაქტის გამოსაკვლევად. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა დამატებითი დეტალების დაზუსტება, მოხდება თქვენთან დაკავშირება.
1. რა საფრთხეს შეიცავს პროდუქტი?
აღწერისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:
- რა მოხდა რამაც განცხადების გაკეთება გადაგაწყვეტინათ?
- რა ტიპის პროდუქტი იქნა გამოყენებული?
- ვინ იყენებდა პროდუქტს?
- როგორ იქნა პროდუქტი გამოყენებული?
- გამოიწვია თუ არა რაიმე სახის დაზიანება პროდუქტმა მისი გამოყენებისას, ან იყო თუ არა ამისი საშიშროება?
- როგორ გამოიწვია პროდუქტმა დაზიანება?
* საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ასევე შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N8 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
უნდა მიეთითოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება მოხდება პროდუქტის იდენტიფიცირებისათვის, ასევე პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა დეტალების იდენტიფიცირებისთვის. პროდუქტის, ან მის მიერ გამოწვეული დაზიანების ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მასალა თან უნდა დაერთოს განაცხადს.
აღწერისას უნდა მიეთითოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, როგორიცაა პროდუქტის სახელი, ფერი, ზომა. ეს დაეხმარება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს კონკრეტული პროდუქტისა და მისი დანიშნულების იდენტიფიცირებაში.
ნიმუში
ნიმუში
აღნიშნული ინფორმაციის არ ქონის შემთხვევაში, პროდუქტის ან/და შეფუთვის, ასევე შესყიდვის დამადასტურებელი ქვითრების ფოტომასალა დაეხმარება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს პროდუქტის იდენტიფიცირებაში.
ფაილში უნდა გამოჩნდეს:
- პროდუქტის ნიშანდება
- პროდუქტის ნებისმიერი დაზიანება
- პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაზიანება
ფაილი უნდა იყოს 2 მეგაბაიტზე ნაკლები. ფორმატი (jpg,jpeg,png,pdf,xlx,docx)
(მისამართი, ქალაქი, ქვეყანა, საფოსტო კოდი, პროდუქტზე მითითებული საიტის მისამართი, პროდუქტზე მითითებული ტელეფონი).
- მაღაზიის ან ვებგვერდის მისამართი, სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი
- ადგილმდებარეობა
- როდის იქნა ეს პროდუქტი შეძენილი