შეტყობინება No: 133
გამოქვეყნებულია: 08/16/2022
რისკის ტიპი: მავნე ქიმიური ნივთიერებები
კატეგორია: სათამაშოები
პროდუქტი: საბავშვო სათამაშო კოსმეტიკა
მოკლე აღწერა შეუსაბამობისა და საფრთხის: ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს 191.8 მგ/კგ ტყვიას, რაც 95.9-ჯერ აღემატება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ დასაშვებ ლიმიტს - 2.0 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი.
დასახელება: Nail Glam Salon
პროდუქტის აღწერა: საბავშვო კოსმეტიკა. სათამაშოს მოყვება საშრობი, ასევე აქვს სხვადასხვა ფერის საღებავები და ბრჭყვიალები
შეფუთვის აღწერა: სათამაშო მოთავსებულია ყუთში, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფერის წარწერები და ნახატები.
სავაჭრო ნიშანი: MEI BO KAI
პარტიის ნომერი: MBK-326
სერიის ნომერი: MBK-326
გატარებული ღონისძიება: პროდუქტის გამოთხოვა
ძალაში შესვლის თარიღი: 08/16/2022
წარმოშობის ქვეყანა: ჩინეთი